საქართველო-ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა.
მთავრობის და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2019 წლის 7 მარტს მოეწერა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ასევე უნდა შეატყობინოს ფიჯის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
ცნობისთვის, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.