Check In Georgia-ს ღონისძიებებისთვის ტურიზმის ერონულ ადმინისტრაციას „ბლექსი არენასთვის“ დაფინანსების გამოყოფა დაევალა.
კერძოდ, მთავრობის განკარგულებით, „ბლექსი არენა ჯორჯია“ – 6.5 მლნ ლარს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსთვის“ – 8.1 მლნ-ს მიიღებს. ასევე ადმინისტრაციას დაევალა 2 მლნ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადარიცხვა წინანდლის ფესტივალისთვის.
აღნიშნული თანხების მონიტორინგი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა.
შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენა ჯორჯიამ“ Check In Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის 6.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და თანხმობაც მიიღო. ამ 6.5 მლნ-დან შემსრულებლების ჰონორარი - 4 500 000 ლარია; ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება კი - 2 000 000 დაჯდება.
ამავე შესყიდვის თანახმად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმდინარე წელს 2019 წლის ივნისიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.