სააღდგომო დღეებთან დაკავშირებით, ბანკების სერვისცენტრების ნაწილი არ იმუშავებს.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 26, 28 და 29 აპრილი „საქართველოს ბანკის“ გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს კი, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით.
მათივე ცნობით, მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია „საქართველოს ბანკისა“ და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:
საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=442
ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგის ნახვა მომხმარებელს შეუძლია ბმულზე: http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=251
მათივე ინფორმაციით, 30 აპრილიდან „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
რაც შეეხება "თიბისი ბანკს", 28 და 29 აპრილი დასვენების დღეა ყველა "თიბისი ბანკის" ფილიალისა და სერვისცენტრისთვის. 26 და 27 აპრილს კი იმუშავებს მხოლოდ შემდეგი სერვისცენტრები:
- სერვისცენტრი ჰიპერმარკეტ „გუდვილში" - ფარნავაზ მეფის გამზ. #1 (10:00 – 19:00)
- სერვისცენტრი ჰიპერმარკეტ „გუდვილში"- ქავთარაძის ქ. #1 (10:00 – 19:00)
- სერვისცენტრი მაღაზია „ჩემს სახლში" - აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. (10:00 – 19:00)
- სერვისცენტრი "თბილისი ცენტრალში" - სადგურის მოედანი #2 (10:00 – 19:00)
- სერვისცენტრი "თბილისი მოლში" - აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.
26 აპრილი (10:00-22:00), 27 აპრილი (10:00 – 21:00)
- სერვისცენტრი სავაჭრო ცენტრში „კიდობანი" - გ. ცაბაძის ქ. #8ბ (10:00 – 19:00)
- სერვისცენტრი სავაჭრო ცენტრში „ქარვასლა" - ცოტნე დადიანის ქ. #7 (10:00 – 19:00)
- რუსთაველის სერვისცენტრი "მარიოტში" - რუსთაველის გამზ. #13 (00:00 – 22:30)
- საბურთალოს სერვისცენტრი - ალ. ყაზბეგის გამზირი #12 (00:00 – 22:30)
- აეროპორტის სერვისცენტრი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (00:00 – 22:30)
- სერვისცენტრი "ისთ ფოინთში" - თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა #2 (10:00 – 21:30)
- სერვისცენტრი გლდანის სავაჭრო ცენტრში - ხიზაბაურის ქუჩა N1 (10:00 – 19:00)
- ჭავჭავაძის სერვისცენტრი #24 - ჭავჭავაძის გამზ. #13 (00:00 – 22:30)
- სც #32, გალერია „თბილისი" - რუსთაველის გამზ. 2/4 (10:00 – 22:00)
- მელიქიშვილის სც #28 - კოსტავას გამზ. #24 (00:00 – 22:30)
- ბათუმის სც #8 - ზ. გორგილაძის ქ #57/59.
26 აპრილი (00:00 – 23:00), 27 აპრილი (00:00 – 21:00)
- 27 აპრილს, დამატებით იმუშავებს მორიგე ფილიალები შეზღუდული ოპერაციებით:
- ქუთაისის სც #1 - ქუთაისი, ფალიაშვილის და კოლუმბია მისურის ქ. 35/1ა (10:00 – 14:00)
- ქუთაისის სც #3 (დამატებითი სარკმელები) - ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2 (14:00 – 21:00)
- ქუთაისის სც #2 - ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი #58 (10:00 – 14:00)
- ფოთის ფილიალი - ფოთი, აღმაშენებლის ქ. 57 (10:00 – 14:00)
- ზუგდიდის სც #4 - ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზ. 34 (10:00 – 14:00)
- რუსთავის სც #2 - რუსთავი, კოსტავას ქ. 18 (10:00 – 14:00)