Max-ის სერიის თვითმფრინავების კატასტროფის შემდეგ, ამერიკული ავიაკონცერნის Boeing-ის ოპერაციულმა შემოსავლებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 21%-ით იკლო. „კომპანიის ფინანსური პროგნოზები 2019 წლისთვის სრულად არის განულებული, ხოლო ახალი პროგნოზი გამოქვეყნდება სიტუაციაში მეტად გარკვევის შემდეგ“ - განმარტეს Boeing-ის სათავო ოფისში, ჩიკაგოში.
მიუხედავად ოპერაციულ შემოსავლებში კლებისა, Boeing-ის ბრუნვა პირველ კვარტალში მხოლოდ ორი პროცენტით 22,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 737 Max-ის თვთმფრინავების ჩამოვარდნის გამო მიყენებული დანაკლისის ანაზღაურება მოხდა სამხედრო სფეროში კონტრაქტებისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში ზრდის შედეგად.
შეგახსენებთ, Max-ის ხაზის ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა, ორი შემთხვევა ლაინერების პროგრამულ უზრუნველყოფაში ხარვეზმა გამოიწვია. კომპანიამ უკვე განაახლა ამ ტიპის თვიმფრინავების საოპერაციო სისტემა, თუმცა ჯერ მათი სერტიფიცირება არ მომხდარა.