"გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის დროს ავტონაწილების მაღაზიები დაიწვა

წყალსადენის ქუჩაზე, "გალფის" ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს "ლადი 2010"-ის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიები დაიწვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაზიების მფლობელმა დავით ყარაბუღაშვილმა განუცხადა, "გალფის" ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ცისტერნა აფეთქდა, გაჩნდა ხანძარი და ცეცხლი მისი მაღაზიის ტერიტორიაზე გადმოვიდა.

მისი ინფორმაციით, ხანძარმა ავტონაწილების ხუთი მაღაზია სრულად გაანადგურა. დამწვარია ასევე, ეზოში მდგარი 10-მდე მეორადი ავტომობილი.