საწვავის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 7-10 თეთრით არის გაზრდილი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასის ზრდა ყველა ოპერატორ კომპანიას - როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულს, შეეხო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ფასის კლება მოსალოდნელი არ არის და რიგმა კომპანიებმა შესაძლოა, ფასი კიდევ უფრო გაზარდონ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ღირს საწვავი დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე.
კერძოდ, „სოკარის“ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი – 2.53 ლარი ღირს; 1 ლიტრი პრემიუმის ფასი – 2.43 ლარია; რეგულარი – 2.33 ლარი; ევრო დიზელი – 2.55 ლარი; დიზელი კი – 2.47 ლარი ღირს.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ეკო სუპერის ფასი – 2.59 ლარს, ეკოპრემიუმის – 2.49 ლარს შეადგენს, ევრო რეგულარის ფასი – 2.39 ლარია; ევრო დიზელი – 2.59 ლარი, ეკო დიზელი – 2.64, დიზელ ენერჯი კი – 2.50 ლარი ღირს.
„ლუკოილის“ სადგურებზე ევრო სუპერი ტიპის საწვავის ღირებულება – 2.49 ლარი, პრემიუმ ავანგარდის – 2.39 ლარია, 1 ლიტრი ევრო რეგულარი – 2.29 ლარი, ხოლო ევრო დიზელი – 2.53 ლარი ღირს.
რაც შეეხება „რომპეტროლს“, მის სადგურებზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი – 2.54 ლარი ღირს, ევრო პრემიუმის ფასი – 2.44 ლარს, ევრო რეგულარი – 2.34 ლარს შეადგენს, efix ევრო დიზელის ყიდვა მოქალაქეებს – 2.59 ლარად, ხოლო ევრო დიზელის – 2.50 ლარად შეუძლიათ.
„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი სუპერის ტიპის საწვავის ღირებულება – 2.52 ლარს, G-Force პრემიუმის – 2.39 ლარს, G-Force ევრო რეგულარის – 2.34 ლარს შეადგენს. 1 ლიტრი რეგულარის ფასი – 2.28 ლარი, ევრო დიზელის – 2.59 ლარი, დიზელის კი – 2.49 ლარია.