საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ კიდევ ერთი მხარდაჭერის წერილი მიიღო. რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) და ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC ) შემდეგ GCA-ის მხარდაჭერას შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო (SCAPR) უცხადებს.
SCAPR საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა ამ სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის და "ერთი ფანჯრის პრინციპის" შესაძლო დარღვევის გამო.
ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ SCARP-ის წარმომადგენლები სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. წერილს ხელს აწერენ SCAPR-ის გამგეობის თავმჯდომარე ეანა ქეისი და SCAPR-ის მმართველი დირექტორი რემი დესროზიერსი.
გთავაზობთ წერილის:
„შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო (SCAPR), რომელიც დაარსდა 1986 წელს და მისი ადგილმდებარეობაა ქალაქი ბრუსელი, ბელგია, წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების მმართველი ორგანიზაციებისათვის. ჩვენი წევრები წარმოადგენენ მილიონზე მეტ შემსრულებლებს (მომღერლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, დირიჟორებს, მოცეკვავეებს) მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან. SCAPR წარმოადგენს 60 კოლექტიური მართვის ორგანიზაციას 45 ქვეყნიდან, მათ შორის და არა მხოლოდ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, რუსეთი, ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და ბევრი სხვა.
მოხარულები ვიყავით, მიგვეღო GCA-ს მიმართვა SCAPR-ის წევრად გახდომაზე 2015 წლის მაისში. გაწევრიანების პროცესში და ყველა შემსრულებლის სასარგებლოდ, რომლებსაც ჩვენი წევრები წარმოადგენენ, თქვენ შეძელით მოგეხდინათ დემონსტრირება, რომ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს SCAPR-ის ყველა აუცილებელ პირობას:
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა ორგანიზაციამ გაზარდა ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების რიცხვი და ღრმად ჩაერთო ჩვენი საზოგადოების საქმიანობაში შემსრულებელთა უფლებების სასარგებლოდ.
გარდა ამისა, თქვენ ახლახანს შეუერთდით ჩვენს IPD-ის მონაცემთა ბაზას (შემსრულებელთა საერთაშორისო ბაზა), რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპეტენტურ წყაროს შემსრულებელთა და მათი მანდატის დიფერენცირებისათვის, რაც მათ მიანიჭეს შესაბამისი ჰონორარის შესაგროვებლად.
გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რეგულარური პროგრესისთვის და საერთაშორისო კოლექტიური მართველობის შესაბამისობაში მოქმედებისათვის.
თქვენ შეშფოთება გამოხატეთ ბოლო დროს ახალი ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და საქართველოს საავტორო კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს, ცდილობს მიითვისოს ის ფუნქციები რაც GCA-ს გააჩნია. ქვეყნის კანონმდებლობის და რეგულაციების პატივისცემის არ ქონა SCAPR-ის და მისი წევრების ნორმათა კოდექსს ეწინააღმდეგება და ჩვენ გვსურს მხარი დაგიჭიროთ ამ საკითხში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერის წერილი დაგეხმარებათ იმ როლის დაცვისთვის, რაც მონიჭებული აქვს თქვენს ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების დაცვისათვის.”