კომპანია Apple-მა გუშინ გამოაცხადა, რომ უკან იწვევს მისივე წარმოების ადაპტერებს, რომლებიც ქსელური მაერთებლებისთვის (დენცქვიტებისთვის) არის განკუთვნილი და რომლებიც დიდ ბრიტანეთში, ჰონგკონგსა და სინგაპურში გამოიყენება.
კომპანიის განცხადებით, დეფექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს დენის დარტყმა ან გამოვიდეს მწყობრიდან. ამ დროისთვის კომპანიას 6 ასეთი შემთხვევის შესახებ აცნობეს.
აღნიშნული ადაპტერები გამოიყენებოდა 2003-2010 წლების წარმოების კომპიუტერ Mac-ისა და სხვა iOS პლატფორმების მოწყობილობებისთვის.
კომპანია პირდება მომხარებელს, რომ უფასოდ შეუცვლის მოწყობილობას ახლით.
შეგახსენებთ, 2016 წელს ანალოგიური პრობლემისთვის კომპანიამ უკან გაიწვია ევროპისთვის, ავსტრალიისთვის, ახალი ზელანდიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, არგენტინისთვის და ბრაზილიისთვის წარმოებული ადაპტერები.