ბათუმში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 6 746 000 ლარია.
(სარეალიზაციო ფასი 2 500 000$). როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 450 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1100 კვ.მ. სახლი არის 3 სართულიანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქვს 12 ოთახი, აქედან, 6 - საძინებელი; 1 კაბინეტის ოთახი; აივანი; 8 სველი წერტილი + საუნით; საცურაო აუზი; 3 - მანქანის სადგომი.