„ხაჭაპურის ინდექსი“ შემცირდა

2019 წლის მარტში „ხაჭაპურის ინდექსი“ შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. კერძოდ, მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.51 ლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 0.8%-ით; ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

ISET-ის ცნობით, ინდექსის დაცემის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ყველის ფასი 1.9%-ით, რძის - 0.8%-ით, ხოლო კარაქის - 1.3%-ით დაეცა.