2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ონლაი-რითეილის Amazon-ის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა 3,561 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 17%-ით 59,7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. Amazon-ი ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 13-20%-ით 59,5-63,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ საოპერაციო მოგება 2,6-3,6 მლრდ დოლარის დიაპაზონში იქნება.
Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ-რითეილერია. კომპანია მუშაობს ამერიკაში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიაში, ბრაზილიასა და ევროპის ქვეყნებში. კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 936 მლრდ დოლარს შეადგენს.