მსოფლიოს მასშტაბით, 2019 წლის ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალში, აზიისა და ევროპის ქალაქები მოხვდნენ.
კვლევას ორგანიზაცია the economist intelligence unit-ი ყოველწლიურად ატარებს და მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქს მიმოიხილავს. ანგარიში მიმოიხილავს 160-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასს, მათ შორის საკვები, სასმელი, ტანსაცმელი და სახლის დაქირავება.
ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის სტატუს 2014 წლიდან სინგაპური იკავებს, რომელმაც პირველობა ტოკიოს ჩამოართვა. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური კვლავ პირველ ადგილზეა, ის პირველობას პარიზთან და ჰონკ-კოგთან ინაწილებს.
სიაში შემდეგ ადგილზეა - ციურიხი, ჟენევა, ოსაკა, სეული, კოპენჰაგენი, ნიუ იორკი, თელავივი და ლოს ანჯელესი.