შპს „ბათუმის აეროპორტის“ დირექტორის მუსტაფა ილთან ოქთემის შემოსავალმა გასულ წელს 319 500,47 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, თუმცა, მთავრობის 2007 წლის განკარგულებით, აეროპორტის 100-პროცენტიანი წილი მართვის უფლებით, 20 წლის ვადით, სიმბოლურ ფასად 1 აშშ დოლარად შპს ,,ტავ ბათუმი ოფერეიშენს"-ს აქვს გადაცემული.
2019 წლის 23 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოქთემი ფლობს ბათუმში 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც მიმდინარე წელს 33 500 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 201,44 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2015 წელს აქვს ნაყიდი.
რაც შეეხება მის მოძრავ ქონებას, ასევე 2019 წელს მუსტაფა ილთან ოქთემმა მსუბუქი ავტომობილი „ნისან ელგრანდიც“ შეიძინა, რომელიც 5 000 დოლარი დაუჯდა.
„ბათუმის აეროპორტის“ დირექტორი საქართველოში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე დეკლარაციის მიხედვით ფლობს, მსუბუქ ავტომობილს „მერსედეს ბენცს“, რომელიც 2017 წელს 20 000 დოლარად აქვს შეძენილი.