6 დარღვევა, რის გამოც მარტში მძღოლები დაჯარიმდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება გაიზარდა.

კერძოდ, გასულ თვეში გამოვლენილი დარღვევები და მათზე რეაგირების სტატისტიკა ასეთია:

  • მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა - +127%, (31 309 დარღვევა);
  • ღვედის გამოუყენებლობა - +106%, (24 261 დარღვევა);
  • სიჩქარის გადაჭარბება - +63%, (არაუმეტეს 40კმ/სთ - 147 217 დარღვევა, 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 1 794 დარღვევა);
  • ავტომობილის მართვა უფლების გარეშე - +44%, (4 168 დარღვევა);
  • მოძრაობის წესის, განლაგების ან/და მანევრირების წესის დარღვევა - +36,5%, (31 814 დარღვევა);
  • უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - +5%, (30 536 დარღვევა).

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 4.5%-ით; გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა 22.6%-ით; დაშავებულთა რაოდენობა კი 10%-ით არის შემცირებული.

თაია არდოტელი