ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გავრცელდება

ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გავრცელდება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 30 აპრილის სხდომაზე წარედგინება.