"თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს ყოველწლიურად 11.000 ლარს "ჩუქნის"

"აზარტული თამაშების რეკლამა ჰეროინის გაპიარებას არაფრით ჩამოუვარდება. ეს აგრესიული სარეკლამო კამპანია სრულიად უკონტროლოა"

თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ აზარტული­ თამაშებია, ს­ახელმწიფო კი ვერა და ვერ ახერხებს მის აღმოფხვრას. არადა, ლამის ყოველდღე ვისმენთ ტრაგიკულ ამბებს სუიციდის, დანგრეული ოჯახების, შერყეული ჯანმრთელობის შესახებ და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ ჭაობში სულ უფრო მეტი მოზარდი ეფლობა. ერთმა ისიც კი მითხრა, ამ ჯოჯოხეთს მამამ მაზიარაო - 12 წლის ყოფილა, როცა მამას უთხოვია, იღბლიანი­ ხარ, კარგი ხელი გაქვს და ონლა­ინდეპოზიტზე თანხა დამიდეო...

არასამთავრობო ორგანიზაცია "აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელმა­გუგა ბესელიამ გამოაქვეყნა საგანგაშო კვლევა,­ რომლის თანახმად, მოზარდების 48%-ს ონლაინთამაშებთან შეხება ჰქონია...

"თუ ამ კანონპროექტსაც ჩააგდებენ, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ქუჩაში გამოვიდეს"

- წელიწადზე მეტია, რაც ამ მიმართ­ულებით ვმუშაობთ, ბოლოს მერიის მხარდაჭერით შედგა პროექტი, რომელიც პრევენციისთვის სკოლებში ლექცია-სემინარის ჩატარებას გულისხმობდა. გარდა ამისა, მოვიარეთ მთელი თბილისი, ყველა უბანი, და ჩავატარეთ კვლევა­ ანონიმურობის და­ც­ვ­ით. ვკითხეთ 14-დან 18 წლამდე მოზარდებს, უთამაშიათ თუ არა აზარტული თამაშები, რომელი სარეკლ­ამო საშუალებით იღებენ ინფორმაციას კაზინოებისა თუ ონლაინსამორინეებისა და მათ მიერ დაანონს­ებული აქციების შესახებ...

კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს ონლაინთამაშებთან­ აქვს შეხება, ეს კი პირდაპირი გზაა ლუდო­მანიისკენ. როგორც კი მათ შემოსავალი გაუჩნდებათ, სისტემატურად ითამაშებენ.

- ამაში მათ ქართულ ბაზარზე არსებული რეალობაც ეხმარება...

- საქართველოში რეგისტრირებულია­ 500 000 ექაუნთი, რაც ჩვენი მოსახლეობის 20%-ია. 2017 წლის მონაცემებით, ბრუნვა­ 5,65 მილიარდი ლარია. თუ გამოვითვლით, როგორია ამ ბრუნვაში 500 000 კაცის­ წვლილი, დაახლოებით 11.000 ლარი გამოდის - ანუ თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს წლიურად ამ თანხას "ჩუქნის". თუ ამ რიცხვს 12-ზე გავყოფთ, ყოველთვიურად 916 ლარს მივიღებთ. ეს მაშინ, როდესაც "საქსტატის" მონაცემებით, ქვეყანაში­ საშუალო ხელფასი 999 ლარია.

- ქუჩები აჭრელებულია რეკლამებით, ინტერ­ნეტით თუ ტელევიზიით ინტენსიურად გადის­ რეკლამები, რომლებიც შეჭირვებულ ხალხს ამ გზით გამდიდრებას სთავაზობს...

- ეს აგრესიული სარეკლამო კამპანია სრულიად უკონტროლოა. აზარტული თამაშების რეკლამა ჰეროინის გაპიარებას არაფრით ჩამოუვარდება. საგანგაშოა­, რომ მულტფილმებისა და საბავშვო­ ფილმების სარეკლამო ჭრაშიც­ ტრიალებს აზარტული თამაშების რეკლამა.­ ამ ბიზნესის­ მესვეურები­ ყველა­ გზით ცდილ­ობენ ყველა­ ასაკის მოქალაქის ჩათრევას თამაშებში. ჩვენს კვლევაში 14-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ,­ მაგრამ ტენდენციის თანახმად, ასაკის მატებასთან­ ერთად­ თამაშდამოკიდებულთა­ რაოდენობა­ იზრდება. კანონის თანახმად, 18-წლამდე მოზარდს აზარტული თამ­აშის უფლება არა აქვს არათუ ონლაინსა­მო­რინეში, იმ სატელევიზიო შოუშიც კი არ შეუძლია მონაწილეობა, სადაც ჯილდო ფულია, მაგრამ ფაქტია, კანონი ირღვევა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ჩემი 5 წლის შვილმაც კი შეძლო ონლაინსამორინეში დარეგისტრირ­ება.

- არავითარი შეზღუდვა არ არს­ებობს?

- არა. უფრო მეტიც, თბილისის რამდენიმე სკოლის ტერიტ­ორი­აზე, მაგალითად, ყაზბეგის პროსპექტზე, 52-ე საჯარო სკოლასთან, ონლაინსამორინეს­ რეკლამაა,­ ამას ემატება სმს-შეტყობინებებიც.

- წლებია ეს პრობლემა არსებობს და საკანონმდებლო ორგანომ რატ­ომღაც ვერ შეძლო საჭირო ღონისძიებების გატარება. რატომ?- ჩვენს კვლევას პარლამენტის თავმჯ­დომარე გამოეხმაურა

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სწრაფად უნდა მივი­ღოთ ზომები მოზარდების დასაცავად. რაც შეეხება 5 აპრილს წარდგენილ კანონპროექტს, მის დამტკიცებაზე პარლამენ­ტმა უარი განაცხადა. ზუსტად არ ვიცი, რომელი პუნქტები არ მოეწონათ,­ მაგრამ ვიცი, რომ რეკლამის­ შეზღუდვასა და მოთამაშეთა ერთ­იანი ბაზის შექმნას უკავშირდებოდა.­ რაღაცებს მეც არ ვემხრ­ობი, რადგან იმ კანონპროექტში რეგულაციები ძალიან ხისტია. სათამაშო ბიზნესის აკრძალვის წინააღმდეგი არა ვარ, მაგ­რამ რა ვუყოთ მათ, ვინც­ თამაშზე ფსიქიკურად არის დამოკიდებული? მათ სარეაბილიტაციო ცენტრი სჭირდებათ, თორემ სამორინეების დახურვით თამაშები იატა­კქვეშეთში გადაინაცვლებს. გახსოვთ, ალბათ, 90-იანი წლები, როდესაც "ხელზე თამაშობდნენ". ამ ეტაპზე სამორინეების დახურვა შედეგს არ მოგვცემს.

ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად თემას:­ - აგრესიული მარკეტინგული კამპანიის ჩახშობას და რეგისტრაციის გამკაცრებას...

წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 29 აპრილის ნომერში ან

გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად