მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში, 3,006,209,199 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 817,252,708 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 757,010,231 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2019 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 2 846 772.4 ათასი ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით კი სახელმწიფო ბიუჯეტში 753 426.0 ათასი ლარი შევიდა.