წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1-ლი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვეში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.