მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 1 646 ჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 415 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ქვემო ქართლში გამოვლინდა. მას მოდევს თბილისი - 354 დარღვევით, ხოლო მე-3 ადგილზე გურიაა, სადაც 196 ფაქტი დაფიქსირდა.
ტექინსპექტირების გაუვლელობის ყველაზე ცოტა - 8 შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.