რა ეღირება Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთები

16 ივ­ნისს, შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი „ბლექ სი არე­ნა”, Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, 2019 წლის სე­ზონს ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დის, Black Eyed Peas-ის კონ­ცერ­ტით გახ­სნის.

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვა­დი ჯგუ­ფი (მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­ყი­დუ­ლი 76 მი­ლი­ო­ნი ჩა­ნა­წე­რით) სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო ალ­ბო­მის, Masters of the Sun Vol. 1 მხარ­დამ­ჭე­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა დღეს სა­ღა­მოს, რვა სა­ა­თი­დან ორ ინ­ტერ­ნეტპ­ლატ­ფორ­მა­ზე და­ი­წყე­ბა - tkt.ge და eventer.ge. ფა­სე­ბი და­ი­წყე­ბა 50 ლა­რი­დან, 250 ლარი ბი­ლე­თის მაქ­სი­მა­ლუ­რი ფა­სია.

Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრე­მის“ 6 ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სამი არ­ტის­ტის­გან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედ­გე­ბა. ჯგუ­ფი 1995 წელს და­არ­სდა და თავ­და­პირ­ვე­ლად ძი­რი­თად აქ­ცენტს ჰიპ-ჰოპ­ზე აკე­თებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და და Black Eyed Peas გლო­ბა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნი გახ­და.