აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 46 000 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.000 პროცენტით, მაქსიმალური 6.320 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.247 პროცენტით განისაზღვრა.