საბაჟო-გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.