არიზონის უნივერსიტეტმა (ASU) და კომპანიამ Silicon Kingdom Holdings (SKH) გააფორმეს ხელშეკრულება ნახშირორჟანგისგან ჰაერის გაწმენდის ტექნოლოგიაში „მექანიკური ხეეების“ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
მოწყობილობა, რომელიც შეიმუშავა ASU-ს პროფესორმა კლაუს ლეკნერმა, მუშაობს, როგორც მექანიკური ხეები, რომლებიც ჰაერის ნაკადების ფილტრაციას ახდენენ, იჭერენ ნახშირორჟანგის მოლეკულებს და ინახავენ მათ მეორადი გამოყენებისთვის.
მავნე გამონაბოლქვისადმი აქამდე არსებული ზომებისგან განსხვავებით, მექანიზმი იჭერს ნახშირორჟანგს ჰაერის შეწოვის გარეშე, ანუ არ იყენებს ენერგიას ამისთვის. ამის ნაცვლად ის ხორციელდება ბუნებრივი ჰაერის ნაკადების ფილტრაციის მეშვეობით, რომლებზეც რეაგირებს სორბენტით ავსებული დისკები. მისი შემქმნელის განცხადებით, ეს არის ყველაზე იაფი ტექნოლოგია, რომელიც ტონა ნახშირორჟანგის სამართავად 100 დოლარზე ნაკლებ თანხას საჭიროებს.
ტექნოლოგიის დანერგვა კლასტერებად მოხდება, რომელიც 12 მექანიკური ხისგან შედგება და შეუძლიათ დღე-ღამეში 12 ტონა ნახშირორჟანგის დაჭერა. სისტემის ტესტირება მოხდება ფერმაზე, სადაც მისი სიმძლავრე იქნება 100 ტონა CO2 დღე-ღამეში.