1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7029 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7029 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7007 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა.