სემეკ-მა ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის შესახებ მეთოდოლოგია დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

სხდომაზე კომისიამ "ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესებისა" და "ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის" შესახებ პროექტები დაამტკიცა.

სემეკ-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ სუბიექტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ენერგეტიკოსებთან, დარგის ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა.