"საქართველოს რკინიგზამ" რელსშემდუღებელი მანქანის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

სს "საქართველოს რკინიგზამ" თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის რელსშემდუღებელი მანქანის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, აღნიშნული სარკინიგზო მაგისტრალზე უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნისა და მგზავრობის კომფორტის შექმნის აუცილებლობამ განაპირობა.

"როგორც მოგეხსენებათ, რკინიგზას მუდმივ კონტროლზე ჰყავს აყვანილი ლიანდაგისა და ზოგადად, სარკინიზო ინფრასტრუქტურის ხარისხი. მონიტორინგმა აჩვენა, რომ გასულ წლებში რკინიგზის მიერ შესყიდული რელსის შედუღების მომსახურება სამუშაოს შესრულების ხარისხით და ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მაღალგანვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში ამგვარ სამუშაოებზე არსებულ სტანდარტებს. რკინიგზა იძულებული იყო გაეტარებინა დამატებითი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხარისხის უზრუნველყოფისათვის. მაგრამ პრობლემის სრულყოფილად მოგვარებისათვის რკინიგზის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსნებული, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოწყობილობის შეძენის შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში.

რელსშემდუღებელი მობილური კომპლექსის APT-1500RL მწარმოებელს (Plasser & theurer) რაც შეეხება, იგი ავსტრიული კომპანიაა და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს, როგორც სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების გაყიდვების, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

სწორედ ამ კომანიის პროდუქციით სარგებლობს ყველაზე განვითარებული რკინიგზები მსოფლიოში, როგორიც არის DB, OBB და ა. შ.

რელსშემდუღებელი კომპლექსი APT-1500RL რელსების დამამთავრებელ შედუღებას უშუალოდ საველე პირობებში უზრუნველყოფს. კომპლექსი დამზადებულია ევროპული სტანდარტის - EN 14587-2 მიხედვით და უზრუნველყოფს რელსების შედუღების სრულ ავტომატიზირებულ პროცესს, რომელიც წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების დროის მინიმიზაციას გულისხმობს. ის აღჭურვილია პირაპირების გასწორებისა და კონტროლის ავტომატური სისტემით, რაც იძლევა შედუღებული პირაპირების სწორხაზოვნების მაღალ ხარისხს, რაც ზრდის მანქანის წარმადობას ტექნოლოგიურ ფანჯრებში. კომპლექსი ასევე აღჭურვილია რელსის თავის გაგრილების სისტემით, რაც იძლევა სხვადასხვა სიმტკიცის (წრთობის) რელსების შედუღების მაღალ ხარისხს.

შესადუღებელი რელსების ერმანეთთან შეჭირხვნის ძალა 1500 კნ. იძლევა 20 სმ-მდე რელსების მოჭიმვის საშუალებას, რაც განაპირობებს შედუღებისას ლიანდაგში ჩაგებულ რელსებში ტემპერატურული ძაბვების განეიტრალებას.

რელსშემდუღებლი APT-1500RL- მობილური კომპლექსის ფუნქციონირება საქართველოს რკინიგზაზე შედუღების პროცესის მაღალ ხარისხს მცირე დროის დანაკარგებით უზრუნველყოფს.