თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, ამ ეტაპზე უცნობია.
„დისპეტჩერისგან“ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს ამ დრომდე გათიშული აქვს ელექტროენერგია. ასევე გათიშულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილისთვისაც დენის მიწოდება. გათიშვის მიზეზებს ვადგენთ. ეს „თელასისგან“ გამოწვეული არ ყოფილა“, - განაცხადეს კომპანიაში.