რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები ამოქმედდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები დღეიდან ამოქმედდა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვა აუკრძალა, ენერგეტიკის დარგის მოდერნიზებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი დაბლოკა, რომელიც კონკრეტულად ნავთობის სფეროს ეხება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალვა დააწესა ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც რუსეთში იარაღის, ელექტონიკისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს, რომლებიც შესაძლოა, საომარი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.