თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, მეტროპოლიტენის მოძრაობა არ შეზღუდულა და მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
„იყო ძაბვის ვარდნა, თუმცა ამას არ უმოქმედია მეტროს მუშაობაზე და მატარებლები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში.
შეგახსენებთ, რომ „თელასის“ ინფორმაციით, მათ არცერთ ქვესადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მათივე ცნობით, სავარაუდოდ სისტემური გათიშვა მოხდა.