საქართველოს რამდენიმე რაიონის ენერგომომარაგების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიზეზით არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ნაწილს დაახლოებით 40 წუთია არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ავარია არ მომხდარა, შეაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, - აცხადებენ კომპანიაში.