პარლამენტმა დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა და “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები - 100 ხმით, ერთხმად მიიღო.
პროექტი დღეს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით გავიდა.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივას თანახმად, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება “სასამართლო მეგობრის” ფუნქციის შესრულების ნაწილში. პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.