ჩანთების, აქსესუარებისა და ფესაცმლის ბრენდი „გეფერინი“ მსოფლიოს მასშტაბით გაფართოვებას განაგრძობს. კომპანია 5 ადგილობრივი მაღაზიისა და 44 გაყიდვის წერტილის შემდეგ, დამატებით 2 მაღაზიას ყაზახეთში ხნის. ამასთან, საკუთარ პროდუქციას ონლაინ პლატფორმა la moda-ზე გაყიდის.
ცნობისთვის, „გეფერინი“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოწვია. „გეფერინის“ პროდუქცია ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთსა და აზერბაიჯანში გადის.
„სულ მალე ყაზახეთში 2 კიოსკის ტიპის „გეფერინის“ მაღაზია გაიხსნება. მათი მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა და შესაბამისად, ვზრდით ექსპორტის მოცულობას. გარდა ამისა, გავედით ონლაინ პლატფორმაზე - la moda, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ძალიან პოპულარულია და ჩვენი პროდუქცია უკვე აქედანაც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.
ამასთან, საქართველოში რიგით მეხუთე მაღაზია „თბილისი მოლში“ უკვე გავხსენით. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბებს, უკვე 44 გაყიდვის წერილი გვაქვს და სულ მალე კიდევ ერთი - სინგაპური დაგვემატება. შეკვეთა უკვე მიღებული გვაქვს“,-აცხადებს ილია გეფერიძე.