ვაშლები წითელი გულით მსოფლიო ტრენდი ხდება (+ფოტო)

ვაშლები წითელი გულით მსოფლიო ტრენდი ხდება.

ამის შესახებ EastFruit-ი წერს. მათივე შეფასებით, ასეთი ჯიში ძალიან იშვიათი და ეგზოტიკურია.

EastFruit-ის ექსპერტების ცნობით, წითელგულიანი ვაშლების შექმნაზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ. პროდუქტის გამოყენება ასევე შესაძლებელია, გადამუშავება/წარმოებისთვის და წვენების, სიდრის თუ სხვა სასმელის მისაღებად.

ერთ-ერთი ბრენდი, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად წერენ, არის RedMoonApple-ი, რომლის სლოგანიც არის „შიგნით სიურპრიზია“, რაც იქცევს ყურადღებას და მომხმარებელს უჩენს სურვილს, ნახოს თუ რა არის შიგნით.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს კომპანიას ამ ჯიშის ვაშლის ბაღები იტალიაში 35 ჰექტარზე და საფრანგეთში 23 ჰექტარზე ჰქონდა. მიღებულმა მოსავალმა კი ათასი ტონა შეადგინა. გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს კომპანია ამ ჯიშის ვაშლის მოყვანას ავსტრალიაშიც დაიწყებს.

კომპანიის დამაარსებლების თქმით, მათ წითელგულიან ვაშლებს უნიკალური გემო აქვს, რომელიც მოსწონს მომხმარებელს.

თაია არდოტელი