ახმეტაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, თიანეთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ახმეტაშიც. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ადიდებულმმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია და ახლომდებარე სოფლები დატბორა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მეწყრული პროცესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახმეტიდან თიანეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

„გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ალაზანი, სოფელ ქვემო და ზემო ალვანში ადიდებულმა მდინარემ სავარგულები დატბორა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, თიანეთის მიმართულებით აკრძალულია მოძრაობა“, - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.