ესტონეთის ცენტრალურ ბანკში ერთადერთი ოქროს ზოდი შემორჩა

ესტონეთის ცენტრალურ ბანკში მხოლოდ ერთი ოქროს ზოდი რჩება, თუმცა არასაკმარისი ხარისხის გამო მისი გაყიდვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშიც კი არ შეიძლება. ამის შესახებ ესტონეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელმა ფაბიო ფილიპოციმ ტელეკომპანია ETV-ს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთ ეგზემპლარად შემონახული ზოდი 11 კგ-ს იწონის და დაახლოებით 500 ათასი ვეროს ღირებულებისაა. მისი ასაკი თითქმის 100 წელია. „რაღაც ფორმით ის სამუზეუმო ექსპონატია, ვინაიდან მისი არასაკმარისი ხარისხობრივი სისუფთავის გამო ფინანსურ ბაზრებზე რეალიზება შეუძლებელია“, - დასძინა მან.

საერთოდ კი ესტონეთის ოქროს მარაგები 256 კგ-ს შეადგენს. მისი ძირითადი ნაწილი ტრადიციისამებრ ნიუ-იორკში ინახება. „უსაფრთხოების გათვალისწინებით მათი დიდი ნაწილი ინახებოდა უცხოურ ბანკებში ჯერკიდევ პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული(1918-1949წწ). მას შემდეგაც ასე გაგრძელდა“ - განაცხადა ფილიპოციმ.

3 მაისს ესტონეთის ბანკმა 100 წლის იუბილე აღნიშნა. 1919 წლის ამ დღეს ცენტრალური ბანკის ანგარიშზე განხორციელდა პირველი ტრანზაქცია 10 მილიონი მარკის ოდენობით. ორი წლის შემდეგ კი ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა პირველი ბანკნოტი. 1928 წლიდან ქვეყნის ფულადი რეფორმის შემდეგ საგადამხდელო საშუალებად შემოიღეს ესტონური კრონები. მაშინ თითოეული კრონა გამყარებული იყო 4 ათეული გრამი ოქროთი.

ქვეყნისთვის კრონა ეროვნულ ვალუტად 2010 წლამდე ითვლებოდა, მანამდე სანამ ქვეყანა გადავიდოდა ევროპის ერთიან ვალუტა - ევროზე, თუმცა ამ დრომდე ესტონელების ხელში არც თუ ისე ცოტა ესტონური კრონა რჩება.

კოკა კვირკველია