დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს.
თავის მხრივ, ინვესტორი კომპანია „კასს ლენდის“ დამფუძნებელი ხანოხ კასი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 50-60- მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
„ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა ხანოხ კასმა.