სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში 2.3 მლრდ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები შევიდა.
ამასთან, მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში 2.6 მლრდ ლარი შეადგინა და 119 მლნ ლარით (4.8%-ით) გადააჭარბა პირველი კვარტლის გეგმურ მაჩვენებელს.
2.6 მლრდ ლარიდან 90%, ანუ 2.3 მლრდ ლარი საგადასახადო შემოსავლებია, 177 მლნ ლარი გრანტები, 86 მლნ ლარი კი სხვა შემოსავლები.
რაც შეეხება შესრულებას წლიურ გეგმასთან მიმართებაში, სამ თვეში მობილიზებულია გეგმური სახელმწიფო შემოსავლების 24.6%.