ამერიკულმა ავიაკომპანიამ Boeing-მა ინდონეზიაში მომხდარ ავიაკატასტროფამდე ერთი წლით ადრე იცოდა, რომ Boeing 737 MAX-ის მრიცხველებში პრობლემები არსებობდა, თუმცა ამ ინფორმაციას მალავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიამრეწველობისა და ამერიკის ფედერალურ ორგანოებში გამოცემის წყაროების ცნობით ოქტომბერში Boeing 737 MAX-ის ჩამოვარდნის შემდეგ კომპანიამ დეტალურად აუხსნა მის დამკვეთებსა და პილოტებს პრობლემის შესახებ. კომპანიამ ეს ინფორმაცია დანარჩენებს უკვე ეთიოპიაში 6 თვის შემდეგ მომხდარი კატასტროფის შემდეგ მიაწოდა. „ამერიკის ავიაციის ფედერალურ სამსახურში აღნიშნული სიტუაციის გამო შეშფოთებულები არიან, რომელიც კომპანიის მიმართ ნდობის აღდგენას არ უწობს ხელს და არც 737 MAX-ის ფრენების განახლებას“, - წერს გამოცემა.
სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ზემოთნახსენები მრიცხველების სისტემა ზოგიერთ ლაინერში არ იყო სწორად ჩართული. Boeing-ში ამის პასუხად განაცხადეს, რომ „ფუნქცია იყო სტანდარტული“ ყველა 737 MAX-ისთვის, თუმცა არ ითვლებოდა უსაფრთხოების ერთ-ერთ სისტემად. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მის თანამშრომლებს ის სპეციალურად არ გამოურთიათ. თუმცა ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ის გამართულად ვერ იფუნქციონებდა, თუ მისი აქტივაცია მართებულად არ მოხდებოდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მრიცხველების გაუმართაობის გამო შესაძლებელი იყო ჩართულიყო სისტემა MCAS (Maneuvering Characteristics Augmentation System - "მანევრირების გაუმჯობესების სიტემა), რომელთა გაუმართაობამაც ორივე ლაინერის ავიაკატასტროფა გამოიწვია.
შეგახსენებთ, Max-ის ხაზის ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა, ორი შემთხვევა ლაინერების პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.