რეფინანსირების აუქციონზე ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 530 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი ოთხ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.