ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.