ირაკლი ღარიბაშვილი : რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება ძალიან დიდი ტრაგედია არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება ძალიან დიდი ტრაგედია არ არის.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

"ჩვენ გვექნება ამის თაობაზე კონსულტაცია. უკვე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს და ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან. მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. გვექნება საუბარი და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.