მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიაში პირველად ჩავა და პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს

ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განაცხადეს.

როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს შეხვდება და სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს. ლევან ახვლედიანი მინისტრს პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.

ცნობისთვის, ეს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველი ვიზიტია ანაკლიაში.