რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას იმ მიმართულებით, რომ ეს ნაწილიც იქნას კონტროლირებული,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისგან, რომ მათი რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სადღაც 30-40%-ის ფარგლებში. ეს არის იმ რეგულაციების შედეგად, რომელიც ქვეყანაშია. კლების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ დაუბეგრავი, დასაჭრელი თუთუნის მოხმარების გარკვეული ზრდა და რამდენაც ჩემთვის ცნობილია, დამუშავებულია ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დაჭრილ თამბაქოზე აქციზის განაკვეთების კორექტირებას იმმიმართულებით, რომ ეს ნაწილიც იქნას კონტროლირებული",- განაცხადა ლექვინაძემ.