სომხეთი სატაცურის ექსპორტს იწყებს

სომხეთი სატაცურის ექსპორტისთვის ემზადება. როგორც East fruit წერს, პროდუქტს სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაცია Davtyan Farms-ი აწარმოებს და მისი შემდგომი ექსპორტის მიზნით, ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებებსაც წარმატებით ახორციელებს.

როგორც გამოცემა წერს, სატაცური ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კავკასიური სამზარეულოსთვის არატრადიციულ საკვებად ითვლება.

კომპანია Davtyan Farms -ის ხელმძღვანელი დავით დავთიანის ინფორმაციით, საწარმო 2001 წელს დაარსდა და ეს ოჯახის ბიზნესია. ამ დროისთვის ორგანიზაცია ორგანული პროდუქტის მოყვანითაა დაკავებული. კერძოდ, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე კომპანიას მარცვლეულის რამდენიმე სახეობა, ხილი და ასევე, სატაცური მოჰყვას.

როგორც Davtyan Farms-ი ხელმძღვანელი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე არსებული მდგომარება შეისწავლა, გადაწყვიტა, რომ რეგიონისთვის არატრადიციული, თუმცა მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული კულტურები ეწარმოებინა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო და გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწია.

როგორც დავით დავთიანი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული სატაცური ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა სამომავლო გეგმებში წარმოების ზრდა და ექსპორტის მიმართულების გაძლიერებაა.

ნინი ქეთელაური