1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7248 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7248 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7248 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7083 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0165 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0510 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0191 ლარი შეადგინა.