სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის კ.ტ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,409,99 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემთხვევა 3 მაისს დაფიქსირდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,409,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.