ვიმედოვნებ, უკვე შემდგარი შეხვედრისა და ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ანაკლიაში ჩამოსვლის შედეგად, მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდება, - ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ანაკლიაში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, ახვლედიანი აცხადებს, რომ მინისტრი ანაკლიაში თავისი ინიციატივით ჩავიდა.
„ამ შემთხვევაში მინისტრმა თავად გამოიჩინა ინიციატივა. ადრეც მოვიწვიეთ ჩვენ და ცხადია, ეს ორმხრივად გადაწყდა. მოხარული ვართ, რომ ჩამოვიდა ქალბატონი მაია და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს,"-განაცხადა ახვლედიანმა.