"კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ"

ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველი გრაფიკი შესაძლოა, 2-3 თვით დაგვიანდეს.

„თავდაპირველი გრაფიკით, პორტში პირველი გემის 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში მიღება იგეგმებოდა. ამ დროის მდგომარეობით შესაძლოა, თავდაპირველი გრაფიკი 2-3 თვით დაგვიანდეს, თუმცა კვლავ არის შანსი, რომ პირველი გემი 2021 წლის დასაწყისში მივიღოთ. მოლოდინები მაღალი გვაქვს. გვინდა, რომ გარკვეული გარდატეხა და პრინციპული შეთანხმება იყოს მიღწეული. დაველოდოთ პროცესების განვითარებას“, - აცხადებს ახვლედიანი.