ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ქვეყნიდან მეორადი ავტომობილების ექსპორტი. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყებამ პირველ ეტაპზე ძველი ავტომობილების ექსპორტის უფლება მისცა 10 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელთა შორის მოხვდნენ პეკინი, ტიანცზინი და შანხაი.
ექსპორტით დაკავდებიან თავად ვაჭრობის სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანიები.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული წაახალისებს ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვებს, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ პირველად 2018 წელს შემცირდა.