ამსტერდამში ელექტრომობილების მფლობელებს უფასო დამტენებს სახლთან დაუმონტაჟებენ

ჰოლანდიის დედაქალაქის, ამსტერდამის ხელისუფლება მზადაა, რომ ქალაქში ელექტრომობილების უფასო დამტენების რაოდენობა გაზარდოს. ამას ამსტერდამის ხელისუფლება გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გეგმავს. ქალაქის გეგმის თანახმად, 2030 წლამდე უნდა მოხდეს ძველი ბენზინისა და დიზელისძრავიანი ავტომობილების აკრძალვაც.

ამავე გეგმის მიხედვით, ქალაქის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ ელექტრომობილებს, მაგრამ არ აქვთ საკუთარი სწრაფი დატევნის მოწყობილობა, ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ ქალაქის ხელისუფლებას, დაუმონტაჟონ უფასო დამტენი მოწყობილობა.

სხვა შეღავათებს შორის არის ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო პარკინგის სისტემა.

ამსტერდამი ამ დროისთვის უკანასკნელი ქალაქია იმ ევროპულ ქალაქებს შორის, რომლებიც აკრძალავენ ძველ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს საკუთარ ტერიტორიაზე. ამსტერდამმა უკვე აკრძალა 2000 წლამდე წარმოებული ყველა დიზელისძრავიანი ვენის გადაადგილება მის ტერიტორიაზე, ასევე მოქმედებს სპეც-გადასახადი 2009 წლამდე წარმოებულ დიზელის ავტომობილებზე და 14 წლის და მეტის ავტობუსებზე.

მსგავსი აკრძალვები ნაწილობრივ მოქმედებს ლონდონში, პარიზში, ჰამბურგში და სხვა გერმანული ქალაქებში.

კოკა კვირკველია